|
2016-05-16 11:53:20, 655 ნახვა
პოლიტიკა
უჩა ნანუაშვილი ე.წ კაბელების საქმის განაჩენის შესწავლას აპირებს
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ე.წ კაბელების საქმის განაჩენის შესწავლას აპირებს. სახალხო დამცველის თქმით, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები თავიდანვე არსებობდა. „ჩვენ ვსაუბრობდით გარკვეულ პროცედურულ დარღვევებზე, მათ შორის იმაზე, რომ თავიდანვე გრიფი დაედო საქმეს, რამაც ადვოკატების წვდომა მასალებზე შეზღუდა. ჩვენ აუცილებლად გავეცნობით საქმეს, განაჩენს და შევისწავლით, რამდენად იყო დასაბუთებული მოსამართლის გადაწყვეტილება, განსაკუთრებით, როდესაც კითხვის ნიშნები ამ საქმეზე თავიდანვე არსებობს. აქ საუბარია, რამდენად არის დასაბუთებული მოსამართლის გადაწყვეტილება, ჩვენ უნდა ვნახოთ მტკიცებულებები, ამიტომ ეს ყველაფერი არის განსახილველი“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს დღეს 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ხუთივე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ისინი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. ცნობისთვის, საქმის სასამართლო განხილვა 11 მაისს დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)