09:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-15 18:23:11, 627 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართა

14 მაისს, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კილიურანდმა ლენარტ მარის კონფერენციის ფარგლებში საქმიან ლანჩს უმასპინძლა, რომელსაც ლიტვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები ლინას ლინკევიჩუსი და ედგარს რინკევიჩი,საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰარლემ დეზირი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

საქმიანი ლანჩის ფორმატში დავით ბაქრაძემ ევროპელ დიპლომატებს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მოლოდინები და ნატოს ვარშავის სამიტთან დაკავშირებით მზადების პროცესი გააცნო. 

საგარეო უწყების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერისადმი მზადყოფნა და ვარშავის სამიტთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები.

ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მარინა კილიურანდთან.

სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, მონაწილეობა მიიღო ლენარტ მარია კონფერენციის ფარგლებში განხილვებზე თემაზე "აღმოსავლეთის უნდობლობა და სამხრეთის მღელვარება - ევროპული სამეზობლოს დაბალანსება".

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics