|
2015-02-24 16:00:24, 585 ნახვა
საზოგადოება
მინდია ჯანელიძე ბაბუშერას ტრაგედიისას დაღუპულთა პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მინისტრი ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას გარდაცვლილი 5 ქართველი გმირის პანაშვიდს დაესწრო. მინდია ჯანელიძემ ქართველი გმირების ოჯახების წევრებს მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა. სამგლოვიარო ცერემონიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და გმირების თანამებრძოლები დაესწრნენ. ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძრიდან გიორგი ჩარგეიშვილის, მალხაზ ფირანიშვილის, ზურაბ მელიშიანის, რუსუდან ჩხეტიანისა და კახა აბულაძის ნეშტებს თანამებროძოლების გვერდით დიღმის ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე“ დღეს დაკრძალავენ. 22 წლის წინ ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპული ხუთი მებრძოლის ნეშტის იდენტიფიცირება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)