|
2016-05-13 12:04:43, 981 ნახვა
სამართალი
ვანო ჩხარტიშვილის მოსამართლეები
გაზეთი ,,ალია” სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციით ინტერესდება და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის სასამართლო დავებთან დაკავშირებით საეჭვო გარემოებებზე წერს. ,,ალიას” ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოში არსებული ალფავიტური წესის მიუხედავად, მოსამართლე გიორგი სულაკაძესთან ყველა ის საქმე ხვდება, რომელშიც ამა თუ იმ ფორმით მოქალაქე ვანო ჩხარტიშვილი ფიგურირებს, მათ შორისაა `ფოთის წისქვილქარხანის~ საქმე. 2010 წელს ჩხარტიშვილმა `ფოთის წისქვილქარხანა~ თიბისი ბანკში ჩადო და ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რის შემდეგაც ქარხანა აუქციონის წესით გაიყიდა. ჩხარტიშვილი ედავება თიბისი ბანკსა და `ფოთის წისქვილქარხნის~ აქტივების კანონიერ მფლობელებს `აგრიკომს~, `პორტლენდსა~ და `ტრანსფორდს~ და უკანონოდ ითხოვს ქონების დაბრუნებას. მოსამართლე სულაკაძის ქმედებას, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასაჩივრებენ მისგან დაზარალებული მხარეები, მათ შორისაა თიბისი ბანკი. სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში „თი-ბი-სი ბანკი“-ს, შპს „აგრიკომი“-ს, შპს „პორტლენდი“-ს, შპს „ტრანსფორდი“-ს მიმართ ვანო ჩხარტიშვილმა 2014 წლის 29 ოქტომბერს შეიტანა და მოითხოვა მოპასუხეთათვის სოლიდარულად 18 400 000 აშშ დოლარის დაკისრება, მიუღებელი შემოსავლის სახით. საქმეს იხილავდა მოსამართლე გიორგი სულაკაძე, რომელმაც მოსარჩელეს საშუალება მისცა მთავარ სხდომაზე გაეზარდა სასარჩელო მოთხოვნა დაახლოებით 14 მილიონი აშშ დოლარით ისე, რომ ყურადღება არ მიაქცია მოპასუხეთა პროტესტს და მოწოდებას, დაცული ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები. ,,მოსამართლე გიორგი სულაკაძესა და ივანე ჩხარტიშვილს შორის შესაძლოა არსებობდეს დანაშაულებრივი კავშირი „თიბისი ბანკის“, შპს „აგრიკომის“, შ.პ.ს. „პორტლენდი“-ს და შ.პ.ს. „ტრანსფორდი“-სგან ფულადი თანხის - 32 000 000 (ოცდათორმეტი მილიონი) აშშ დოლარის მიღების მოტივით. „ფოთის წისქვილქარხნის“ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით სრულიად იცვლება ეკონომიკურ-საინვესტიციო გარემოსთვის საზიანოდ - ინგრევა მოვალის ქონების გაყიდვის სამოქალაქო კოდექსით გარანტირებული აუქციონის წესი. მოსამართლე სულაკაძის გადაწყვეტილებით არაკეთილსინდისიერ მხარეებს საშუალება ეძლევათ ფორმალურად გადაყიდონ იპოთეკით დატვირთული ქონება და ამ გზით აარიდონ თავი ბანკის მიმართ ვადამოსული ვალდებულების შესრულებას”, – ვკითხულობთ თიბისი ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ეკატერინე ეგუტიას განცხადებაში, რომლითაც მან 2015 წლის 29 ოქტომბერს მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს მიმართა. თიბისის იურისტებმა 2015 წელს, ასევე, იუსტიციის უამღლეს საბჭოსაც მიმართეს, მაგრამ პასუხი ამ დრომდე არც ამ უწყებიდან მიუღიათ.
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)