|
2016-05-12 17:59:03, 1220 ნახვა
კომენტარი
გიორგი პაპუაშვილი: სანამ წავალ, რამდენიმე რეზონანსულ საქმეზე გადაწყვეტილებას მივიღებთ
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, ყველა იმ საქმეზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზეა გამოსული განსახილველად, სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ პაპუაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა. მისივე განმარტებით, "რუსთავი2"-ის, ასევე ეროვნული ბანკის საქმეზე გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი: "რეზონანსულ საქმეებზე სექტემბრის ბოლომდე გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. რამდენიმე მათგანზე უკვე იწერება სარეზოლუციო ნაწილი და განჩინებაც ვვარაუდობთ, რომ მალე გამოცხადდება. მაგალითად, ეროვნული ბანკის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილის დამუშავება თითქმის დასრულებულია",-განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს უფლებამოსილება სექტემბრის ბოლოსთვის ეწურება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)