|
2016-05-11 11:28:03, 1166 ნახვა
მსოფლიო
ბანგლადეშში ქვეყნის უმსხვილესი ისლამისტური პარტიის ლიდერი სიკვდილით დასაჯეს
ბანგლადეშში სამხედრო დანაშაულებისთვის ქვეყნის უმსხვილესი ისლამისტური პოლიტიკური პარტიის "ჯამაატ-ი-ისლამის" ლიდერი მოტიურა რაჰმან ნიზამი სიკვდილით დასაჯეს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუყება. როგორც მედია საშუალება წერს, პოლიტიკოსი დაკას ცენტრალურ ციხეში ჩამოახვრჩეს. ნიზამის მომხრეების საპროტესტო გამოსვლების აღსაკვეთად ბანგლადეშის უმსხვილეს ქალაქებში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. შეგახსენებთ, რომ 73 წლის ნიზამის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გასულ წელს გამოუტანა. ის დამნაშავედ ცნეს 1971 წლის პაკისტანისგან დამოუკიდებლობისთვის ბანგლადეშის ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისათვის. ნიზამის გენოციდში, მკვლელობებში, წამებასა და გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ. ბრალდების მხარის ვერსიით, ის ომის დროს პაკისტანს ბანგლადეშელი აქტივისტების სახელებს აწვდიდა. ცნობისთვის, ნიზამიმ განაჩენი რამდენჯერმე გაასაჩივრა, თუმცა მისი აპელაციები არ დააკმაყოფილეს. მაისის დასაწყისში განაჩენი ბანგლადეშის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა. ამასთან, მსჯავრდებულმა უარი თქვა პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)