|
2016-05-09 15:27:35, 991 ნახვა
ეკონომიკა
კორპორაცია „ჰუალინგი" საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს
მსხვილი ჩინური კორპორაცია „ჰუალინგი" საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი საინვესტიციო პროექტების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და კორპორაციის პრეზიდენტმა მი ენჰუამ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს. ბუნებრივი გაზსაცავი, სასწავლო დაწესებულებები, საავადმყოფო, ავიაკომპანიის გახსნა და ჩაის მრეწველობისა და ტურიზმის განვითარება, - ეს ის პროექტებია, რომელთა განხორციელებით ინვესტორები არიან დაინტერესებულნი. „ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში მსხვილ ინვესტიციებს ვახორციელებთ. კორპორაციის დამფუძნებელს ძალიან უყვარს საქართველო და ჩვენ ვგეგმავთ, განვაგრძოთ ინვესტირება ახალ პროექტებში, ენერგეტიკისა და განათლების სფეროებში. საუბარია როგორც ბუნებრივი გაზსაცავის მშენებლობაში მონაწილეობაზე, ასევე ჩაის მრეწველობისა და ტურიზმის განვითარებაზე. გარდა ამისა, „ჰუალინგმა" ჩინეთში შეისყიდა ავიაკომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე შემოდის", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ „ჰუალინგის" რეგიონული დირექტორის მოადგილე ვანგ ჰინფუმ. საქართველოს მთავრობა ინვესტორებს პროექტების განხორციელებაში მხარს მაქსიმალურად დაუჭერს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ჰუალინგ ჯგუფს" შემოჰყავს ახალი ავიაკომპანია, რომელიც უკვე დარეგისტრირდა საქართველოში. „ბოინგ 737" ტიპის ორი ბორტი, რომელსაც მოგვიანებით „ბოინგ 777" ტიპის ბორტი დაემატება, საქართველოდან შეასრულებს რეისებს ევროპისა და აზიის მიმართულებით, ხოლო შემდგომში განვიხილავთ აშშ-ის მიმართულებით რეისების დანიშვნის შესაძლებლობას. გარდა ამისა, მათ აქვთ ძალიან კონკრეტული გეგმები, ჩაის პლანტაციების აღორძინების, ასევე, კულტურის და ტურიზმის მიმართულებით, რათა ორ ქვეყანას შორის ტურისტული მიმოსვლა გაიზარდოს", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)