21:22 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-09 15:21:21, 617 ნახვა

საზოგადოება
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს მედიკამენტების ვაუჩერები გადაეცემათ

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს მედიკამენტების ვაუჩერები გადაეცემათ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ამისათვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 125 300 ლარი გამოიყო.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მედიკამენტების ვაუჩერი გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში ნიკოლოზ ნარუსლიშვილს პირადად ჩუტანა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

აღნიშნულ პროექტს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომპანია „ავერსი - ფარმასთან" ერთად ახორციელებს.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ფუნქციონირებს კორპორატიული პასუხისმგებლობის კლუბი, რომელშიც გაწევრიანებულნი არიან კერძო ბიზნესორგანიზაციები. მათ შორისაა ფარმაცევტული კომპანია „ ავერსი - ფარმა", რომელმაც გამოხატა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის მედიკამენტებით უზრუნველყოფაში",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მიიჩნევს, რომ ეს ერთჯერადი დახმარება ომის მონაწილეებს სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics