|
2016-05-06 17:06:47, 541 ნახვა
საზოგადოება
სასულიერო პირები ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებენ
სასულიერო პირების ნაწილი ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებს. სასულიერო პირები ამბობენ, რომ პროექტის მიხედვით, თუ მშობელი შეზღუდავს შვილის უფლებას სწავლის ან ეკონომიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების კუთხით, სოციალურ მუშაკს ეძლევა უფლება, დაიწყოს შვილის ჩამორთმევის პროცედურა. ასევე, მათივე აზრით, კანონპროექტი ინტერპრეტირების საშუალებასაც იძლევა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სანდრო ბარამიძის განმარტებით კი, ცვლილებებში საუბარია ბავშვთა კონსტიტუციური უფლების დაცვაზე. კერძოდ, თუ ბავშვის უფლება ირღვევა, იმის მიუხედავად, რომ მშობელს ამის გაკეთების საშუალება აქვს, სოციალური მუშაკი აფრთხილებს მშობელს, რომ ბავშვის უფლება ირღვევა. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უნდა განეხილათ, თუმცა სხდომის დაწყებამდე სასულიერო პირები იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გაესაუბრნენ. ალექსანდრე ბარამიძემ მათ საკუთარი წინადადებების წარდგენა და საკითხის განხილვის მომავალი კვირისთვის გადადება შესთავაზა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)