|
2016-05-06 13:55:49, 630 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაული საქართველოს მოსახლეობას კასპიდან მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კასპის რაიონში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ წირვას დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული სოფელ სასირეთიდან მიულოცა. "მთელ საქართველოს გილოცავთ ტყვეთა განმათავისუფლებელისა და ღატაკთა ხელის აღმპყრობი მებრძოლი წმინდანის დღეს. ჩვენ გადავწყვიტეთ ეს დღე მოგილოცოთ კასპიდან, სასირეთიდან, სადაც 145 წლის წინ დაიბადა ერთერთი უდიდესი ქართველი მებრძოლი, დაუმარცხებელი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. სწორედ, წმინდა გიორგის შემართებით და იდეალებით ემსახურა თავის სამშობლოს. კიდევ ერთხელ ვიხსენებთ მის ღვაწლს და გილოცავთ ყველას დღევანდელ დღესასწაულს ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)