15:48 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 12:10:05, 776 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის - ხელი შევუწყოთ ქალების განათლებას და პროფესიულ განვითარებას" გაიმარჯვა

„თიბისი ბანკმა“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონკურსში გაიმარჯვა სახელწოდებით -„ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის - ხელი შევუწყოთ ქალების განათლებას და პროფესიულ განვითარებას".

კონკურსში საქართველოში მოქმედი 29 კომპანია მონაწილეობდა და მის მიზანს ისეთი ორგანიზაციების გამოვლენა წარმოადგენდა, რომლებიც ქალთა პროფესიული განვითარებისა და წინსვლის ორგანიზაციულ კულტურას ამკვიდრებენ.

„ჩვენ ვეძებდით კომპანიებს, რომლებიც ხელს უწყობენ ქალების პროფესიულ განვითარებას, ქალების მიერ არატრადიციული დარგების პროფესიად არჩევას, აგრეთვე, თანაბრად უზრუნველყოფენ თანამშრომლებს სხვადასხვა ტრენინგებით, ეხმარებიან პროფესიული კონტაქტების დამყარებაში", - განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს გენდერული და სოციალური ჩართულობის დირექტორმა ქეთევან მამინაიშვილმა.

„ მთელს მსოფლიოში არის ტენდენცია, რომ გააქტიურდეს ქალების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იგივე ტენდენციაა საქართველოშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით გაიზარდოს საზოგადოების ჩართულობა. რაც შეეხება თიბისი ბანკს, აქ ბუნებრივად არის გენდერული თანასწორობა. 14 წელია ამ ორგანიზაციის წევრი ვარ და არასოდეს მიგრძვნია ბიზნესში არათანაბარი დამოკიდებულება. ჩვენთან პირველ რიგში ფასდება კვალიფიკაცია, მონდომება და შემდეგ სხვა დანარჩენი“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ,  ნინო მასურაშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

გამარჯვებულად  „თიბისი ბანკის“ გარდა კიდევ სამი კომპანია დასახელდა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მოცანაა, საგანმანათლებლო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს ქალებს, მიიღონ განათლება და სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეკონომიკური სფეროს ყველა სექტორში და მოახდინონ თავიანთი შესაძლებლობების სრულყოფილი რეალიზება.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics