|
2016-05-05 19:02:33, 645 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა აღდგომის დღესასწაული ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს მიულოცა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ თანამშრომლები თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს ესტუმრნენ. ცენტრის დირექტორმა ირაკლი ხელაძემ ხანდაზმულთა სახლში მცხოვრებ 68 მოხუცს იუსტიციის მინისტრის სახელით აღდგომის დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა. ღონისძიებაში „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროგრამა „ორი თაობის“ ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ. ცნობისთვის, თემქის ხანდაზმულთა პანსიონატის მცხოვრებლებისათვის სპეციალურ პროგრამას - „ორი თაობა“ – „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ 2014 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები ყოველდღიურად სტუმრობენ მზრუნველობამოკლებულ მოხუცებს, ეხმარებიან მათ სხვადასხვა საქმეებში, უკითხავენ ჟურნალ-გაზეთებს და წიგნებს, ეხმარებიან ეზოს კეთილმოწყობაში. პროგრამის მიზანი მოზარდებში უფროსი თაობის მიმართ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)