|
2016-05-05 15:26:23, 580 ნახვა
საზოგადოება
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ ნდობა იზრდება
აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და უწყების მიმართ მოქალაქეების განწყობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 74 პროცენტი ენდობა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ფიქრობს, რომ ბიურო მასზე დაკისრებულ მოვალეობას კანონისმიერად ასრულებს. "აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ მოქალაქეების ნდობის მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება, რაც უკუკავშირია იმ პოლიტიკისა, რასაც ბიურო 2013 წლის შემდეგ ახორციელებს. კერძოდ, ბიურომ მიზნად დაისახა, რომ იძულებითი ღონისძიებების დადგომამდე, მიმართოს საკუთარი რესურსი დავების მორიგებით დასრულებისკენ. სწორედ ამ მიზნით უწყებაში შეიქმნა მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური, რომელიც ცდილობს მხარეთა შეხვედრების, მოლაპარაკებების ორგანიზებას, რათა ვალდებულების ნებაყოფლობით აღსრულება მოხდეს ისე, რომ ამავდროულად დაცული იყოს ორივე მხარის სამართლებრივი უფლებები. აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და უწყების მიმართ მოქალაქეების განწყობის შესახებ მასშტაბური კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით კომპანია IPM-მა ჩაატარა. კვლევის შედეგად მოხდა მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსის განსაზღვრა. ასევე, სამიზნე ჯგუფებში გამოიკითხა ბიუროს სერვისების ხელმისაწვდომობის, პროცედურების გამჭვირვალობის, მომხმარებლის მიმართ დამოკიდებულების, უპირატესობებისა და ნაკლოვანებების, პროფესიული უნარების განვითარების მაჩვენებლის შესახებ",-ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კვლევაში მონაწილეობა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მთელი საქართველოს მასშტაბით 160-მა კრედიტორმა, 221-მა მოვალემ, 122-მა აღმასრულებელმა და 1050-მა ზოგადად მოქალაქემ მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)