|
2016-05-04 18:24:11, 596 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ N16 პენიტენციურ დაწესებულებას საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მიხეილ ჭუმბურიძემ და ვეტერანმა ფეხბურთელებმა საჩუქრად სპორტულ ინვენტარი გადასცეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სპორტული ინვენტარი დაწესებულებას ერთ-ერთი მსჯავრდებულის წერილის საფუძველზე გადაეცა. ფეხბურთელებმა მსჯავრდებულებს სპორტული მაისურები, ქუდები, ბურთები და სხვა საჭირო ინვენტარი გადასცეს. ფედერაციის წევრებმა დაწესებულებაში არსებული კალათბურთის, ტენისისა და სპორტული დარბაზები დაათვალიერეს. შეხვედრის ბოლოს კი მსჯავრდებულებთან ერთად ფეხბურთი ითამაშეს. „მნიშვნელოვანია მსჯავრდებულებთან ურთიერთობა და ფეხბურთის ფედერაცია შეძლებისდაგვარად ცდილობს მათთან კონტაქტი ჰქონდეს. სპორტული ინვენტარი დაწესებულებაში სწორედ ერთ-ერთი მსჯავრდებულის თხოვნით შემოვიტანეთ და მომავალშიც გავაგრძელებთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან თანამშრომლობას“, - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ. შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ფარგლებში, ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)