|
2014-12-22 00:10:27, 3863 ნახვა
ეკონომიკა
„ვისოლი“ ბენზინის ფასის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით, პრემიერის განცხადებას მიესალმება
კომპანია „ვისოლი“ ბენზინის ფასის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით, პრემიერის განცხადებას მიესალმება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, კარგია, რომ კონკრეტული ორგანო ამ საკითხს შეისწავლის და თუ კითხვები არსებობს, მას პასუხი გაეცემა. მისივე თქმით, „ვისოლ ჯგუფი“ შესაბამის სტრუქტურას ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდის. ამასთან, ფხაკაძის ინფორმაციით, „ვისოლმა” ბენზინზე ფასი დღეს შეამცირა და მომავალ კვირაშიც შეამცირებს. „აბსოლუტურად გულით გეტყვით, მივესალმები პრემიერის განცხადებას. ძალიან კარგია, რომ კონკრეტული ორგანო შეისწავლის ამ თემას და თუ კითხვები არსბეობს საზოგადოებაში, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ჩვენ უკვე 25 წელია ვაკეთებთ გამჭვირვალე და წესიერ ბიზნესს საქართველოში და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. ჩვენ ვითანამშრომლებთ იმ სტრუქტურასთან და მივაწვდით ყველა ინფორმაციას რაც გაგვაჩნია. ჩვენ დღესაც შევამცირეთ საწვავის ფასები, მომავალ კვირაშიც შევამცირებთ და იმ ტენდენციას მივყვებით, რომელიც არის მსოფლიო ბაზარზე. როგორც კი საწვავის ახალი პარტია შემოდის ვისოლის ქსელში, იმ წუთში ვამცირებთ ფასს, ეს ტენდენცია გაგრძელდება“, – განაცხადა ფხაკაძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონკურენციის სააგენტოს დაავალა, 10 დღის განმავლობაში წარმოადგინოს დეტალური ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ხდება მსოფლიო ბაზრის შესაბამისად ბენზინზე ფასების კლება საქართველოში. “რატომ არ ხდება აქამდე ბენზინის ფასების შესწავლა. იცით ალბათ, რომ რამდენიმე ათეული პროცენტით დაიკლო საწვავის ფასებმა მსოფლიო ბაზარზე და სამწუხაროდ და ჩემდა გასაკვირად, არ ხდება ადეკვატური ასახვა ქართულ ბაზარზე. მე მინდა ვთხოვო კონკურენციის საგენტოს, 10 დღის ვადაში წარმოადგინოს, თუ რასთან გავქვს საქმე და რატომ არ ხდება ანალოგიურად ფასების კლება საქართველოში. ვიცი, რომ ბენზინის ფასმა დაიწია საქართველოში, დღესაც დაიწია, მაგრამ ეს უნდა იყოს მსოფლიო ბაზართან ადეკვატური. 10 დღის განმავლობაში ვითხოვ, რომ კონკურენციის სააგენტომ დეტალური ანგარიში წარმოადგინოს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)