|
2016-05-04 14:02:31, 558 ნახვა
საზოგადოება
"საქართველოს მელიორაციამ" მთის არხის რეაბილიტაცია დაასრულა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტში მთის არხის რეაბილიტაცია დაასრულა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 3 000 000 ლარი შეადგინა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში გაიწმინდა მაგისტრალური არხი, მოეწყო ახალი მილხიდები, აღდგა სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები და დღეისათვის არხი სრული დატვირთვით ფუნქციონირებს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის მოსახლეობა 620 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მოსარწყავად ისარგებლებს აღდგენილი საირიგაციო სისტემით. 2012 წლის შემდეგ წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი ქვემო ქართლის რეგიონში 24 500 ჰექტრიდან 43 800 ჰექტრამდეა გაზრდილი. დღეისათვის შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 25 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)