|
2016-05-03 18:51:11, 622 ნახვა
საზოგადოება
„ეს ტერიტორია არასდროს ყოფილა ბოტანიკური ბაღის საკუთრება“, - თბილისის მერია ჩატარებულ აუქციონთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
დღეს, 17:00 საათზე დასრულდა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონი. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული აუქციონზე გამოტანილი იყო ოქროყანის ტერიტორიაზე (ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია) არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. „აუქციონის პირობების თანახმად, გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი 6 233 000 ლარს შეადგენდა. აუქციონში მონაწილეობა ერთმა პრეტენდენტმა მიიღო. გაყიდული ქონების ფასმა 6 326 495 ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული პროცედურები. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სამშენებლო ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 36 თვის ვადაში, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 თვის ვადაში, განახორციელოს 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომლის განაშენიანების ფართი უნდა იყოს არაუმეტეს 20000 კვ.მ. აუქციონში გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ აღნიშნული ტერიტორია არასდროს ყოფილა ბოტანიკური ბაღის საკუთრება“,- აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)