|
2015-02-23 10:03:10, 1287 ნახვა
მსოფლიო
ხარკოვში გლოვის დღეა
23 თებერვალი ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანზე, ალექსანდრ ტურჩინოვზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. შეგახსენებთ, ხარკოვში აფეთქება გუშინ იმ დროს მოხდა, როდესაც მარშის მონაწილეები სპორტის სასახლიდან თავისუფლების მოედნისკენ უნდა დაძრულიყვნენ, სადაც აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი უნდა გადაეხადათ. ტერორისტული აქტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა. უკრაინის უშიშროების სამსახურმა, ტერაქტში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავა. ამოღებულია სხვადასხვა ტიპის იარაღი, მათ შორის ყუმბარმტყორცნი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)