|
2016-05-03 09:13:03, 575 ნახვა
საზოგადოება
მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი სკოლების რეგისტრაცია დღეს იწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სკოლებს სთავაზობს პროექტში ჩართვას, რომლის მიზანიც დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა (მე-6 კლასი, მე-9 კლასი) მიღწევების შეფასება და სასწავლო პროცესის მხარდაჭერაა. როგორც „ექსპრესნიუსს“ გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, მოსწავლეთა შეფასების საფუძველზე სკოლებს მიეწოდებათ ინფორმაცია კონკრეტული მოსწავლისა და სკოლის მიღწევების შესახებ. „შეფასების შედეგები იმგვარად იქნება წარმოდგენილი, რომ ის ეფექტურად შეიძლება იქნეს გამოყენებული მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების ღონისძიებების დასაგეგმად. პროექტში სკოლების მონაწილეობა ნებაყოფლობითია და კონკრეტული სკოლის შედეგები ხელმისაწვდომია მხოლოდ ტესტირებაში მონაწილე სკოლისათვის. რეგისტრაციის პროცესი 16 მაისს დასრულდება. ტესტირება კი კომპიუტერულად 2-დან 9 ივნისამდე ჩატარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული - როგორც მეორე ენა, მათემატიკა, ინგლისური ენა. მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის კი დამატებით გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და ხელოვნებაში“, - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)