18:04 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-29 12:57:45, 720 ნახვა

საზოგადოება
მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტზე შესაძლოა ასაკობრივი შეზღუდვა გავრცელდეს

„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში ცვლილებები მომზადდა, რომლის გათვალისწინებითაც, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტზე, შესაძლოა, ასაკობრივი შეზღუდვა დაწესდეს.

ცნობისთვის, დღეს მოქმედი კანონით, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტზე ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება. პარლამენტში წარდგენილი პროექტით მიხედვით კი, აკადემიის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომლის ასაკი 70 წელს აღემატება.

ამასთან, პროექტით, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება მთავრობას და არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაეკისრება, როგორც ამას მოქმედი კანონი ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics