|
2016-04-28 16:50:30, 602 ნახვა
საზოგადოება
თამარ ხულორდავამ ვისკონსინის შტატის პენიტენციური დეპარტამენტის დელეგაციასთან შემეჯამებელი შეხვედრა გამართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ ვისკონსინის შტატის პენიტენციური დეპარტამენტის დელეგაციასთან შემეჯამებელი შეხვედრა გამართა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ორკვირიანი ვიზიტი შეაჯამეს, ერთმანეთს საბოლოო რეკომენდაციები და შეაფასებები წარუდგინეს, ასევე, იმსჯელეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებზე. უწყების ინფორმაციით, ვისკონსინის დელეგატციის ვიზიტის მიზანი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმების, საკანონმდებლო დონეზე გატარებული ცვლილებების, მსჯავრდეულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის პროცესის მიმდინარეობის, დაწესებულებების ტიპების, მასში მოქმედი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამების, პრობაციის ეროვნული საგენტოსა და სასწავლო ცენტრის მუშაობის სპეციფიკის ადგილზე გაცნობა იყო. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ ხულორდავას თქმით, მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაცია, სწორედ, ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება. „დღეს ჩვენ შევაჯამეთ ორკვირიანი ვიზიტი და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გავუზიარეთ. ვიზიტის ფარგლები ვისკონსინის შტატის პენიტენციური დეპარტამენტის წარმომადგენლები სტუმრობდნენ არა მხოლოდ სამინისტროს, არამედ, სხვადასხვა დაწესებულებებს, შეხვდნენ ჩვენს თანამშრომლებს, ჩაატარეს ტრენინგები, მენტორინგი. კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოს პოზიტიური შთაბეჭდილებებით ტოვებენ.“ - აღნიშნა თამარ ხულორდავამ. აშკაშის პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ჯუდი სმიტი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებს მიესალმება. „აღფრთოვანებულები ვართ სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებების თანამშრომელთა მოტივაციითა და დაინტერესებით ახალი ინიციატივების მიმართ. ასევე, აღასანიშნავია მსჯავრდებულებსა და თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის ძალიან მაღალი დონე, რაც გასათვალსიწინებელი მაგალითია ვისკონსინის დაწესებულებებისათვის. საქართველო გამოირჩევა სტუმართმოყვარეობით. სასიამოვნო იყო თქვენს გუნდთან ერთად მუშაობა.“ - განაცხადა ჯუდი სმიტმა. ვიზიტის ფარგლებში ამერიკულმა დელეგაციამ მოინახულა N2, N6, N8, N16, N15 პენიტენციური დაწესებულებები და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება. საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა სამინისტროსა და პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან, პენიტენციური დაწესებულების დირექტორებთან, ცენტრალური აპარატის მულტიდისციპლინარულ გუნდთან, N2, N8, N16 დაწესებულებების მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფებთან, სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებთან. ამერიკული დელეგაციის სამუშაო ვიზიტი აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საკითხთა საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით განხორციელდა.
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)