|
2016-04-28 14:33:52, 551 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით, საია და „ტფილისის ჰამქარი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
როგორც ცნობილია, შპს „ფინსერვისი XXI”-ს 2016 წლის 12 აპრილის მიმართვის საფუძველზე თბილისის ბოტანიკური ბაღის საკადასტრო საზღვრების კორექტირება განხორციელდა, რომლის საფუძველზეც კომპანიასა და ბოტანიკურ ბაღს შორის ტერიტორიების გაცვლა მოხდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „ტფილისი ჰამქარის“ შეფასებით, გადაწყვეტილება თბილისის ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის კორექტირების შესახებ, გაუმჭვირვალედ და დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობის გარეშე მიიღეს. " გადაწყვეტილების მსგავსი ფორმით მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს საზოგადოების შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თბილისის ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრის დროს მნიშვნელოვანია ასევე, რომ: - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე თბილისის ბოტანიკურ ბაღს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამდენად, ბაღი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და მასზე ვრცელდება დაცვის ყველა ის მექანიზმი, რომელიც კანონით არის დადგენილი; - მიუხედავად თბილისის მერიის განცხადებისა, რომ ბოტანიკური ბაღის საკადასტრო საზღვრების კორექტირება განხორციელდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არეალისგან დამოუკიდებლად, თბილისის მერიას არ წარმოუდგენია შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებული ე.წ. დაკორექტირებული ტერიტორია არ განეკუთვნებოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილს. შესაბამისად არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ საზღვრების კორექტირება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში განხორციელდა; - თბილისის ბოტანიკური ბაღის სტატუსის გათვალისწინებით, უცნობია ბაღის საკუთრებაში არსებული ფართის კორექტირების დროს ინფორმირებული იყო თუ არა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. აღნიშნული ორი ადმინისიტრაციული ორგანოს შესაძლო მონაწილეობის გარეშე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებს აღნიშნული გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხს. საია და ტფილისის ჰამქარი კვლავაც მიადევნებს თვალს თბილისის ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)