|
2015-02-22 16:12:25, 1418 ნახვა
მსოფლიო
გიორგი მარგველაშვილი უკრაინის „ღირსების რევოლუციის“ წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობს
კიევში უკრაინის „ღირსების რევოლუციის“ წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული ლდერები ეროვნული ხელოვნებისა და კულტურის სამუზეუმო კომპლექსში შეიკრიბნენ, სადაც სახელმწიფოთა ხელმძღვანელებს პეტრო პოროშენკო პირადად მიესალმა და უკრაინაში განვითარებული მოვლენები გაიხსენა. ლიდერებს შორის არაფორმალური საუბრები გაიმართა. შეკრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და სხვა დელეგაციების ხელმძღვანელებმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად მიხაილოვის მოედანზე „უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო აგრესიის მტკიცებულებათა“ გამოფენა დაათვალიერეს, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული სამხედრო ტექნიკის არსებობასა და გამოყენებას ადასტურებს. უკრაინელი სამხედროების მიერ სამხედრო მოქმედებების დროს მოპოვებული და აღმოჩენილი 2014 წელს გამოშვებული ყუმბარმტყორცნები, რომლებიც არ იწარმოება უკრაინაში, ასევე ჯავშანტექნიკა და რუსეთში წარმოებული უპილოტო თვითმფრინავები, რომლებსაც 20 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ სამიზნის ფოტოსურათებისა და კოორდინატების გადაცემა. უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით ორგანიზებული გამოფენა სახელმწიფო ლიდერებს პეტრო პოროშენკომ პირადად დაათვალიერებინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)