|
2016-04-26 16:01:43, 570 ნახვა
საზოგადოება
„საქაერონავიგაციას“ 12 ახალი ავიამეთვალყურე შეემატა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციას” 12 ახალი ავიამეთვალყურე შეემატა. ახალი თანამშრომლები კომპანიამ გასულ წელს კონკურსის შედეგად შეარჩია და ავიამეთვალყურის პროფესიის შესასწავლად ჩეხეთის საავიაციო უნივერსიტეტში(CANI) გააგზავნა. სტუდენტები ხუთი თვის განმავლობაში ჩეხეთის დედაქალაქში იმყოფებოდნენ და აქტიურად იყვნენ ჩართულები სასწავლო პროცესში. მათ შეისწავლეს ყველა ის დისციპლინა, რაც ავიამეთვალყურისთვის არის საჭირო, გადიოდნენ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას. სწავლების პროცესი რთული და დატვირთული იყო, რადგან სტუდენტები ყველა საგნის გავლის შემდეგ აბარებდნენ გამოცდებს. ფინალურ გამოცდას, რომელიც თორმეტივე ავიამეთვალყურემ წარმატებით ჩააბარა, ჩეხ ლექტორებთან ერთად „საქაერონავიგაციის“ წარმომადგენლებიც დაესწრნენ. “ახალი პერსონალის დამატების საჭიროება ფრენების გაზრდილმა რაოდენობამ გამოიწვია. ევროკონტროლის მონაცემებით, ეს ტენდენცია მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება და საქართველოში ფრენების რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 6%-ით მოიმატებს. ჩვენი ორგანიზაცია ამ გამოწვევას მომზადებული ხვდება, ვავითარებთ ინფრასტრუქტურას, შევიძინეთ ახალი სანავიგაციო სისტემა და დავამატეთ ახალი ავიამეთვალყურეები. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში, ისევე როგორც ბევრ ქვეყანაში, არ არსებობს ამ პროფესიის შემსწავლელი ფაკულტეტი, ჩვენ ახალგაზრდები სასწავლებლად მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ჩეხეთის საავიაციო უნივერსიტეტში გავაგზავნეთ, სწავლებისა და ცხოვრებისთვის საუკეთესო პირობები შევუქმენით და მათ ჩვენი იმედები გაამართლეს. ავიამეთვალყურე საპასუხისმგებლო პროფესიაა და პერსონალისგან მაქსიმალურ მობილიზებას, ყურადღებას, მაღალ პროფესიონალიზმსა და წვრილმან დეტალებზე დაკვირვებას მოითხოვს. ავიამეთვალყურე უნდა იყოს გაწონასწორებული, სწრაფად უნდა იღებდეს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და არასოდეს უნდა იბნეოდეს. მიხარია, რომ სწორედ ამგვარი დახასიათებით დაგვიბრუნდა თორმეტივე ახალგაზრდა”, - განაცხადა შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცე უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება სხვადასხვა ავიაკომპანიებისთვის. მნიშვნელოვნად გაიზარდა ფრენების რაოდენობა დედაქალაქსა და რეგიონებში, ყოველწლიურად იზრდება ასევე ტრანზიტული რეისების რიცხვიც. აქედან გამომდინარე, „საქაერონავიგაცია“ კიდევ აპირებს ახალი თანამშრომლების მიღებას. უკვე გამოცხადებულია ღია კონკურსი, რომლის საფუძველზეც შერჩეული იქნება 12 ავიამეთვალყურე - 7 თბილისში, 3 ქუთაისში და 2 ბათუმში. კონკურსში გამარჯვებულები სწავლებას ჩეხეთის საავიაციო უნივერსიტეტში გაივლიან. აპლიკანტთა შერჩევა რამდენიმე ეტაპად მოხდება, რაც გულისხმობს ტესტირებას ინგლისურ ენასა და ზოგად უნარ-ჩვევებში და გასაუბრებას ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტებთან. კონკურსანტებს საბოლოოდ CANI-ის წარმომადგენლები შეარჩევენ.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)