12:59 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-23 17:20:24, 1006 ნახვა

ეკონომიკა
საუდის არაბეთში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

საუდის არაბეთის დედაქალაქ რაიდში გამოფენა "Riyadh International Travel Fair 2016" გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩომ პრეზენტაცია წარადგინა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.

პრეზენტაციის მიმდინარეობისას აღინიშნა, რომ გასულ წელს საქართველოს საუდის არაბეთიდან 10 000 ტურისტი, ხოლო GCC-ს სხვა ქვეყნებიდან (ბაჰრეინი, ომანი, კუვეიტი, კატარი, საემიროები) 40 000 ადამიანი ეწვია. არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს მოსალოდნელია აღნიშნული ქვეყნებიდან ტურისტთა ნაკადის კიდევ უფრო გაზრდა.

აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 55-მა ქვეყანამ, მათ შორის საუდის არაბეთმა, საქართველომ, ასევე GCC-ს დანარჩენმა წევრმა სახელმწიფოებმა და სხვა ქვეყნებმა.

პრეზენტაციის შემდგომ, საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩომ მოლაპარაკებები გამართა საუდის არაბეთის რამდენიმე წამყვან ტურისტულ კომპანიასთან.

საელჩოსთან თანამშრომლობით იგეგმება საქართველოს ღირსშესანიშნაობების ამსახველი ბროშურების გამოცემა და სამოგზაურო ბუკლეტებში საქართველოს შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, სადაც განთავსდება შემოთავაზებები საქართველოში სამოგზაურო ტურების შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics