|
2016-04-19 13:38:21, 555 ნახვა
საზოგადოება
მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა პირველ კვარტალში 3 485 493 ლარის დაფინანსება გასცა
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა მოქალაქეებისთვის აუცილებელი სხვადასხვა მოთხოვნის დასაფინანსებლად, „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ქ ვეპროგრამის“ ფარგლებში, 2016 წლის პირველ კვარტალში 3 864 135 ლარი გასცა. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, აქედან, საქართველოში სამკურნალოდ 3 491 195 ლარი გაიცა, ხოლო საზღვარგარეთ - 372 940 ლარი. აქედან, 61 განაცხადი საზღვარგარეთის კლინიკებში სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას ეხება, საიდანაც 50 დაკმაყოფილდა. დაავადებათა კლასის მიხედვით, მოთხოვნებიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელი სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებზე მოდის და 2 614 შეადგინა, აქედან ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსდა - 2 611 და ბიუჯეტიდან 826 435 ლარი გაიცა, შემდეგ ადგილზეა ავთვისებიანი სიმსივნეები - 1 220, აქედან 1 210 შემთხვევა ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსდა და 1 104 551 ლარი გაიცა, მესამე ადგილზეა ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები - 696 მოთხოვნა, ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსდა 692 განაცხადი და 410 689 ლარი გაიცა. ქვეპროგრამის ფარგლებში კომისიაზე განხილული მოთხოვნებიდან ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსდა: 1 975 ოპერაციიდან - 1 932, მედიკამენტებზე 3 815 მოთხოვნიდან - 3 808, ამბულატორიულ მომსახურებაზე - 1129-დან - 1 121, სხივურ თერაპიაზე - 109 მოთხოვნიდან - 109.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)