|
2016-04-19 12:16:59, 530 ნახვა
საზოგადოება
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გზის პერიოდული შეკეთების სამუშაოები ჩატარდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა რიკოთის საუღელტეხიულო მონაკვეთზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები დაათვალიერა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის გასწვრივ მჭიდროდ დასახლებული სოფლები: ხევი, ხუნევი, ვერტყვიჭალა, ბორითი, უბისა, შროშა, წევა და შორაპანია განლაგებული. პროექტით განსაზღვურლ მონაკვეთზე მოეწყო გზის საფუძველი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასფალტ–ბეტონის საფარს. ასევე, დამონტაჟდა წყალგამტარი მილები, კიუვეტები, გაბიონები, გზის საყრდენი კედლები და საგზაო ნიშნები. „პროექტი დასასრულს უახლოვდება და დარჩენილია მხოლოდ, გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 359 000 ლარია“, - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)