|
2015-02-20 16:43:19, 2360 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ სტუმრებს 2014 წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო. გასულ წელს შესრულებულ სამუშაოებზე საუბრისას, კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელობამ ყურადღება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე, მათ მხარდაჭერაზე, კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცებასა და სამხედრო სწავლებაში კიბერელემენტების ჩართვაზე გაამახვილა. მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა თავდაცვის ატაშეების რეკომენდაციები მოისმინეს. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი და მინისტრის მრჩეველი გიორგი ბეროშვილი დაესწრნენ. ცნობისთვის, 2015 წელს ბიუროს მიზანს კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლება, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება და მათი გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. ბიუროს დირექტორი მიმდინარე წლის პრიორიტეტებად სტუდენტებთან კომუნიკაციასაც ასახელებს. ანდრია გოცირიძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ყველა სამხედრო სწავლებაში ჩართული იქნება კიბერელემენტი.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)