21:28 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 16:27:14, 389 ნახვა

პოლიტიკა
ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური კოორდინატორი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის პროცესის წარმატებულ დასრულებას ელოდება

„ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტში ჩვენი კოლეგები ძალიან პოზიტიურად არიან განწყობილნი საქართველოს მიმართ, რადგან საქართველომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მართლაც დადებით შედეგებს მიაღწია“, - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურმა  კოორდინატორმა, მონიკა ჰოლმაიერმა, სტრასბურგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ჰოლმაიერის განცხადებით, ევროპარლამენტის მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში საქართველოს საკითხის განხილვა უახლოეს დღეებში მოხდება.

 „ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტში ჩვენი კოლეგები ძალიან პოზიტიურად არიან განწყობილნი საქართველოს მიმართ, რადგან საქართველომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მართლაც დადებით შედეგებს მიაღწია. საქართველო ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ასევე ევროკომისიასთან. რაიმე დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოკლე დროში გადავჭრით ამ პრობლემებს" - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურმა  კოორდინატორმა, მონიკა ჰოლმაიერმა, სტრასბურგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

 მისივე ინფორმაციით, ევროპარლამენტის მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში საქართველოს საკითხის განხილვა უახლოეს დღეებში მოხდება.

ცნობისთვის, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი 2016 წლის 13-14 აპრილს გაიმართა.  ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics