|
2016-04-15 13:31:41, 718 ნახვა
სამართალი
პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს
პარლამენტის პლენარული სხდომა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მომსენით განხილვით გაგრძელდა. აღნიშნული კანონპროქეტის განხილვა პარლამენტმა 13 აპრილის პლენარულ სხდომაზე დაიწყო. წარმოდგენილი ცვლილებებით, ნორმიდან, რომელიც აწესრიგებს პირადი, ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფისათვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ცალკე მუხლად გამოიყოფა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა. აღნიშნული ქმედებისთვის განისაზღვრება შესაბამისი მაკვალიფიცირებელი გარემოებები და სასჯელი. "თავისუფალი დემოკრატების" აზრით, ეს კანონპროექტი ქმნის მოჩვენებით სურათს, თითქოს რაღაც კეთდება ამ სფეროს რეგულაციის სასარგებლოდ. "სინამდვილეში არაფერი არ იცვლება და პირიქით, ჩნდება გარკვეული საშიშროება მომეტებული სასჯელის თვითნებურად გამოყენებისა და მიგვაჩნია, რომ ეს კანონპროექტი არ უნდა იქნას მხარდაჭრილი",-განაცხადა შალვა შავგულიძემ. კანონპროექტს მხარს არც "ნაციონალური მოძრაობა" უჭერს: "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოაქვეყნა ძალიან მნივნელოვანი გგემა, პირადი თავისუფების აქტი, რომელიც ეფუძნება როგორც წარსული წლების ნეგატიურ გაკვეთილებს, ასევე "ქართული ოცნების" მმარველობის ნეგატიურ გამოცდილებას ამ სფეროში. დღეს რა კანონსაც ვიხილავთ, ამ კანონის ფასი იმ ქაღალდის ფაიც არაა, რომელზეც ის იქნება დაბეჭდილი. პირადი თავისუფლების აქტი გულისხმობს სუს-ის, როგორც პოლიტიკური პოლიციის გაუქმებას, უნდა გაუქმდეს ოდეერების სისტემა, დამყარდეს კარგად ინსტიტუციონალიზებული საპარლამენტო კონტროლი, ახალი მთავრობა, დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს შეიმუშავებს",-განაცხადა გიორგი კანდელაკმა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიგა ბუკიას თქმით, კანონპროექტის არსს მხარს უჭერს, თუმცა გარკვეული შენიშვნები აქვს, რომელსაც მეორე მოსმენისას წარმოადგენს. "პრინციპს მხარს ვუჭერთ. ის დანაშაულები, ფარული ჩანაწერები რომ ქვეყანაში სალაპარაკო გახდა, ესაა ყველას სირცხვილი, გვეხებოდა, თუ არ გვეხებოდა. მინდა, მოგიწოდოთ, არ ავყვეთ ახალგაზრდა კომკავშირებს, რადგან ქვთ ეს დავალება თავინთი ბელადებისგან და ისინი ვალდებული არიან, ბელადის საამებლად რაც შეიძლება მაღალი ტაში დაუკრან", - აღნიშნა გიგა ბუკიამ. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივაა.
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)