12:05 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 20:53:40, 843 ნახვა

სამართალი
იუსტიციის სახლის ოპერატორის შეურაცხყოფისთვის მოქალაქეს სასამართლომ 100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

იუსტიციის სახლის თანამშრომლის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ი.ჩ-ს,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166  მუხლით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობისთვის,  სასამართლომ 100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მოქალაქე ი.ჩ იუსტიციის სახლში დღეს მას შემდეგ დააკავეს, რაც მომსახურების მისაღებად მისულმა იუსტიციის სახლის ოპერატორს  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ოპერატორმა დახმარებისთვის იუსტიციის სახლის მენეჯერს მიმართა, რომელმაც მოქალაქის დამშვიდება სცადა  და სხვა ოპერატორის მომსახურება შესთავაზა, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. მოგვიანებით კი, იმ მოტივით, რომ მომსახურების გაწევაზე უარს ეუბნებოდნენ,  ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.  
საპატრულო პოლიციამ  მოქალაქე ი.ჩ, რომელიც აგრესიულად იქცეოდა, ადგილზე დააკავა და სასამართლოში გადაიყვანა.  პოლიციამ ახსნა-განმარტება ჩამოართვა, როგორც იუსტიციის სახლის ოპერატორს, ისე დაკავებულ პირს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ანა ჩხეტიამ მოისმინა, როგორც დაკავებული პირის ი.ჩ-ს, აგრეთვე საპატრულო პოლიციის ახსნა-განმარტება. მოწმის სახით დაიკითხა თბილისის იუსტიციის სახლის ოპერატორი.
სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო მოქალაქე ი.ჩ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე და ამავე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა (100 ლარის ოდენობით) დააკისრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics