|
2016-04-14 19:09:39, 1017 ნახვა
სხვადასხვა
თბილისში მდებარე საკონდიტრო საცხობს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს ინსპექტორებმა ქ. თბილისში, კრწანისის ქ. N3-ში განთავსებულ საკონდიტრო საცხობს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ი/მ ,,ლალი არუნაშვილის" საკონდიტროში დამზადებული სურსათი სარეალიზაციო ობიექტში „ტკბილი გემოს" დასახელებით იყიდებოდა. არაგეგმური ინსპექტირებისას 30-მდე არაკრიტიკული და 2 კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, კერძოდ, საცხობში დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობა, საწარმოო ფართში არ ტარდებოდა იმ აღჭურვილობების და მოწყობილობების რეცხვა-დეზინფექცია, რომელიც უშუალო შეხებაშია სურსათთან. კრიტიკული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორს აეკრძალა საქმიანობის გაგრძელება და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)