|
2016-04-14 17:00:13, 994 ნახვა
სხვადასხვა
სურსათის ეროვნული სააგენტო წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს
წვრილფეხა პირუტყვის (ცხვარი, თხა) ჭირის დაავადების გამოვლენისთანავე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელება დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1 მლნ დოზა მაღალი ხარისხის ვაქცინა შეისყიდა. მათივე ინფორმაციით, წვრილფეხა პირუტყვის მასიური ვაქცინაცია და სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების აღება), მიმდინარე კვირიდან დაიწყება. ჯამში 800 ათასი სული წვრილფეხა პირუტყვის აცრაა დაგეგმილი. დაცემული პირუტყვის ვეტერინარული წესების სრული დაცვით განადგურების შემდეგ, ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისა და დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში იმყოფებიან ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის (OIE) ექსპერტები, რომლებიც ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ. 2016 წლის იანვარში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის შემოგარენში არსებული ფერმიდან მიიღო შეტყობინება პირუტყვის დაავადების და დაცემის შესახებ. სააგენტოს ვეტერინარების მიერ მოხდა ნიმუშების აღება. პირველადი დიაგნოზით სპეციალისტებმა ეჭვი ცხვრის კატარალურ ცხელებაზე (ბლუტანგი) მიიტანეს. ზუსტი დიაგნოსტირების მიზნით, ნიმუშები დიდ ბრიტანეთში არსებულ საერთაშორისო რეფერალურ ლაბორატორიაში გადაიგზავნა. გამოკვლევის შედეგებით ცხვრის კატარალური ცხელება არ დადასტურდა. დამატებითი კვლევებით წვრილფეხა პირუტყვის დაავადება - ჭირი დადგინდა. აღნიშნული დაავადება მეზობელ ქვეყნებში-თურქეთსა და ირანშიც ფიქსირდება. წვრილფეხა პირუტყვის ჭირი ვირუსული დაავდებაა, რომელსაც ახასიათებს სწრაფი გავრცელება არავაქცინირებულ ცხოველებში (ცხვარი, თხა). სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა მეპატრონეებს მოუწოდებს ითანამშრომლონ სააგენტოს წარმომადგენლებთან, რათა დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)