21:28 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 12:37:49, 450 ნახვა

პოლიტიკა
„გაზპრომთან“ ხელშეკრულება ძველი პირობებით 2016 წლის 31დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს

შპს „გაზპრომ ექსპორტთან“ ხელშეკრულება ძველი პირობებით 2016 წლის 31დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს მთავრობამ მოიწონა ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი -  შპს „გაზპრომ ექსპორტის“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მომზადებული  „საქართველოს ტერიტორიის გავლით ბუნებრივი გაზის ტრანზიტის მოცულობების და პირობების შესახებ“ 2003 წლის 30 მაისს გაფორმებული №2107-12/03-05 ხელშეკრულების დამატების  №22  პროექტი.

დოკუმენტის თანახმად, ძალაში რჩება კონტრაქტის ძველი პირობები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს, სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული ბუნებრივი აირის 10 პროცენტს მიიღებს.

აღნიშნული პირობებით, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2016 წლის 31დეკემბრის ჩათვლით.

ხელშეკრულების ოფიციალურად ძალაში შესასვლელად, მხარეებმა, შპს „გაზპრომ ექსპორტმა“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ხელი უნდა მოაწერონ საქართველოს მთავრობის მიერ დღეს მოწონებულ პროექტს.

შეგახსნებთ, რუსული ენერგოკომპანია ქართულ მხარეს კონტრაქტის გადახედვას და ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას სთავაზობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics