|
2016-04-13 14:33:09, 442 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი NDI-ზე: თუ ვინმე უკმაყოფილოა, მოდის ახალი არჩევნები
რას ამბობს ქართველი ხალხი პარლამენტის თაობაზე ეს გამოჩნდება საპარლამენტო არჩევნების დროს, - ასე გამოეხმაურა NDI-ის კვლევის შედეგებს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. უსუფაშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობის მაჩვენებელი საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიო საპარლამენტო არჩევნებს შორის. "დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბერში იქნება ასეთივე მაღალი მაჩვენებელი. ეს ძალიან კონკრეტული მაგალითებით ვიცი. ნებისმიერი საპარლამენტო არჩევნების მაჩვენებელის მიხედვით ნახავთ, რომ მოსახლეობის ინტერესი პარლამენტისადმი საპარლამენტო არჩევნებისათვის იყო მაღალი, არის მაღალი და იქნება მაღალი. რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის კმაყოფილი და ვინ არა თავისი არჩევანით, თავისი მაჟორიტარით ან მის მიერ არჩეული პოლიტიკური პარტიით, მოდის ახალი არჩევნები და თითოეულ მოქალაქეს შეუძლია უფრო დაფიქრებული გადაწყვეტილება მიიღოს", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)