|
2016-04-13 11:38:56, 413 ნახვა
პოლიტიკა
NDI-ს კვლევის თანახმად, პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში დავით ბაქრაძე ლიდერობს
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას ქართულ პოლიტიკაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე მოსწონს. კერძოდ, კითხვაზე რომელი პოლიტიკოსი მოგწონთ, გამოკითხულთა 15%-მა უპასუხა - დავით ბაქრაძე, 7%-ს ირაკლი ალასანია მოსწონს, 6%-ს შალვა ნათელაშვილი, 5%-ს გიორგი კვირიკაშვილი, დავით სერგეენკო და ნინო ბურჯანაძე გამოკითხულთა 3%-ს პროცენტს მოსწონს, გიორგი მარგველაშვილი, მიხეილ სააკაშვილი და დავით უსუფაშვილი გამოკითხულთა 2%-მა დაასახელა. კითხვაზე 12%-მა უპასუხა, რომ სხვა პოლიტიკოსი მოსწონს, 4%-მა არც ერთი, 28%-მა კი, არ იცის. გამოკითხულთა 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)