|
2016-04-13 11:20:40, 371 ნახვა
პოლიტიკა
NDI-ის კვლევის თანახმად, დავით უსუფაშვილის საქმიანობას 21% დადებითად აფასებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 21% დადებითად აფასებს. კერძოდ, უსუფაშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 2% ძალიან კარგად, 19% - კარგად, 48% - საშუალოდ, 14% - ცუდად, 3%- ძალიან ცუდადად, 14%-მა უსუფაშვილის საქმიანობის შესახებ არ იცის, 1%-მა კი, პასუხზე უარი განაცხადა. რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით ბაქრაძის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 34% აფასებს, ზვიად კვაჭანტირაძის საქმიანობას კი, 6%. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)