|
2016-04-12 11:44:50, 357 ნახვა
პოლიტიკა
ციხელაშვილი: ე.წ. რეფერენდუმის თემით მანიპულირება საქართველოსთვის პოლიტიკური შანტაჟის მცდელობაა
„ე.წ. რეფერენდუმის თემით მანიპულირება, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შანტაჟის მცდელობაა საქართველოსთვის“, - ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი სამხრეთ ოსეთში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების საკითხს, სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთთან მიერთების საკითხი განიხილება. როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, არც პროცესს და არც მის შესაძლო შედეგს ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით, არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია. „ეს არ გახლავთ ახალი თემა და არაერთხელ ყოფილა ამაზე საუბარი. ე.წ. რეფერენდუმი ჩატარებულა კიდეც უამრავი კითხვით. ხშირად ვამბობ და კიდევ გავიმეორებ, რომ ძალიან წინააღმდეგობრივია დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რას აპირებენ ისინი. ერთის მხრივ, ისინი საუბრობენ მიღწეულ ამოცანაზე, ხოლო მეორეს მხრივ საუბრობენ მეორე ამოცანაზე, რომელიც არის რუსეთთან მიერთება. ეს არის აბსოლუტურად შეუთავსებელი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ეს არის პოლიტიკური ამოცანა, მოხდეს საქართველოს შანტაჟი. პერიოდი ნამდვილად საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ ველოდებით ასოცირების შეთანხმებიდან გარკვეულ ხელშესახებ საკითხს - ვიზალიბერალიზაციას, წინ არის ნატო-ს სამიტი და როგორც ჩანს, ამ თემით სპეკულირება, გარკვეული ამოცანების შესრულება, ზოგიერთი ძალისთვის საინტერესოა. ვიმეორებ, რა თქმა უნდა, არც პროცესს და არც მის შესაძლო შედეგს არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია“, - განაცხადა ციხელაშვილმა. ცნობისთვის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აპარატის ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე საუბარი შეეხება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდებს, სამოქალაქო სექტორის როლსა და ჩართულობას კონფლიქტების მშვიდობიან გზით დარეგულირების პროცესში, სამშვიდობო ინიციატივებსა და სამოქალაქო ინტეგრაციის ახალი სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილ და განსახორციელებელ საქმიანობას.
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)