|
2016-04-10 10:31:35, 788 ნახვა
სამართალი
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის ოცდახუთმა მცხოვრებმა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარადგინა და ჩააბარა. შსს-ს ინფორმაციით, სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 4804 საბრძოლო ვაზნა, 400 გრამი ტროტილი, ტროტილის 2 ელექტროდეტონატორი, 42 ხელყუმბარა, 4 გადაჭრილი თოფი, 1 თვითნაკეთი რევოლვერი, 7 ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა, 10 მჭიდი, 5 ნაღმმტყორცნი, 14 ჭურვის ამფეთქი, 14 ამფეთქი ფალია, 4 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 2 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, 3 ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი, 6 საკვამლე კოჭა, ყუმბარმტყორცნის ჭურვის 3 თავი, 5 ამფეთქი კაფსულა, ხელყუმბარის 1 ამფეთქი და ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარის 8 ამფეთქი. აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)