|
2016-04-09 12:53:11, 1215 ნახვა
კომენტარი
დავით უსუფაშვილი: საქართველო თავისუფალია და საიმედო ხელშია
საქართველო აღარასოდეს დაიჩოქებს, იქნება დამოუკიდებელი და თავისუფალი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების შემდეგ განაცხადა. როგორ უსუფაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე უდიდესი ტრაგედიის და ამავე დროს უდიდესი დღესასწაულის დღეა. „ეს არის უდიდესი ტრაგედიის და აგრეთვე უდიდესი დღესასწაულის დღე. იმ ტრაგედიამ, რომელიც 27 წლის წინ დატრიალდა, შვა ის დღესასწაული, რაც 25 წლის წინ მოხდა - საქართველო გათავისუფლდა. საქართველო თავიუსფალია და საიმედო ხელშია. ჩვენ ვხედავთ უამრავ ადამიანს, უამრავ ახლაგაზრდას, რომელიც ქვეყნის სადარაჯოზეა საქართველოშიც და სხვაგან. საქართველო აღარასდროს დაიჩოქებს, იქნება დამოუკიდებელი და თავისუფალი. ის სისხლი, რაც აქ დაიღვარა, იქნება ფუნდამენტი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის გამარჯვების. ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს. 25 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა. მრავალი 25 წელი გვეზეიმოს ერთად გამარჯვებულ და წინ წასულ საქართველოში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)