|
2015-02-19 11:36:50, 1348 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: პოროშენკომ ომი ყოფილ მაღაროელებთან და ტრაქტორისტებთან წააგო
რუსეთის ფედერაციიის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ომი ყოფილ მაღაროელებთან და ტრაქტორისტებთან წააგო. როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებამ ალყაში მოქცეულ ადამიანების სიცოცხლეზე უნდა იზრუნოს. „რა თქმა უნდა ნებისმიერი წაგება ცუდია, მითუმეტეს მაშინ როდესაც ბრძოლას ყოფილ მაღაროელებთან და ტრაქტორისტებთან აგებ, მაგრამ ეს ცხოვრებაა. ცხოვრება კი გრძელდება. უკრაინის ხელისუფლებას ვურჩევ ამ მარცხზე არ ჩაიციკლოს და იმ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე იზრუნოს, რომლებიც ალყაში იმყოფებიან“,-განაცხადა კრემლის ლიდერმა. შეგახსენებთ, რომ მინსკში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, პრორუს მებრძოლებს და უკრაინელ სამხედროებს შორის საბრძოლო დაპირისპირება არ წყდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)