|
2016-04-04 10:38:12, 1085 ნახვა
რეგიონი
აჭარა პოლონეთის სილეზიის რეგიონთან თანამშრომლობის ფორმატს აფართოებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის პოლონეთში, კერძოდ, კატოვიცეში ვიზიტი დასრულდა. დელეგაციას 29 მარტიდან 1 აპრილამდე სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისი მასპინძლობდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ მხარეებს შორის თანამშრომლობის 2015-2016 წლის სამუშაო პროგრამა და პროექტების მიმდინარეობა განიხილეს. პროგრამა განსაზღვრავს ორმხრივ აქტივობებს სხვადასხვა სფეროში. 2016 წლიდან აჭარა-სილეზია რეგიონული თანამშრომლობის ფორმატს კიდევ უფრო აფართოებს, რის თაობაზეც, უკვე მიღწეული შედეგებიც მეტყველებს: გაფორმდა მემორანდუმი ბათუმის უნივერსიტეტსა და სილეზიის უნივერსიტეტებს შორის, დაიგეგმა ქართული ენის შემსწავლელი კურსების გახსნა პოლონეთში, გაცვლითი სასწავლო კურსებისა და პროგრამების განხორციელება ქართველი და პოლონელი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა პოლონელი სტუდენტების სტაჟირება ბათუმის 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში. სილეზიის მხარე დაეხმარება რეგიონს ბათუმის უნივერსიტეტში არსებული ჟურნალისტიკის 1 წლიანი პროფესიული პროგრამის განვითარებაში. თანამშრომლობის გაღრმავება კულტურის მიმართულებითაც იგეგმება. პოლონური მხარისაგან აჭარის მთავრობამ მიიღო თანხმობა რეგიონში არსებული მუზეუმების პერსონალის გადამზადების საქმეში. დაიგეგმა ვიზიტი სილეზიაში, სადაც აჭარის მუზეუმების თანამშრომლები შეხვდებიან სილეზიის მუზეუმის ხელმძღვანელობას, ჩაუტარდებათ პროფესიული ტრენინგები. განათლებისა და კულტურის გარდა, ურთიერთთანამშრომლობა გრძელდება ჯანდაცვის კუთხითაც. საინტერესოდ გამოიყურება 2016 წლის სამუშაო პროგრამა ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით: დაგეგმილია სილეზიის სავოევოდოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში ქ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებისა და მედდების კვალიფიკაციის ამაღლება, ონკოლოგიის სფეროში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის სპეციალიზებული ტრენინგის ჩატარება, ქ ბათუმის მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში პოლონელი რევმატოლოგის ერთთვიან ვიზიტი, ასევე შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის სპეციალისტების გადამზადება. აღსანიშნავია, რომ სილეზიის რეგიონის ქალაქ კატოვიცეში აჭარა ბოლო წლებია ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებადაა მიჩნეული, შესაბამისად, ყოველწლიურად იზრდება პოლონელ ტურისტთა რიცხვი ჩვენს რეგიონში. ქალაქ კატოვიცედან ბათუმის მიმართულებით სეზონურად ჩარტერული ფრენები ხორციელდება. აჭარაში ჩამოსასვლელად კატოვიცელი ტურისტები აქტიურად იყენებენ ქუთაისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებსაც. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობა პოლონეთში ქვემო სილეზიის და სილეზიის სავოევოდოებთან ტურიზმის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით ბოლო წლებია წარმატებით მიმდინარეობს.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)