2026-05-21 17:19:27, 491 ნახვა
მსოფლიო
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
პრეზიდენტი ალ-შარაა ქვეყანას წარმოადგენს შეხვედრაზე, რომელიც 15-17 ივნისს საფრანგეთის ქალაქ ევიან-ლე-ბენში გაიმართება. „როიტერსს“ ღონისძიების მზადების პროცესში ჩართულმა სამმა წყარომ განუცხადა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სირიის ლიდერისთვის ოფიციალური მოწვევა პირადად გადაეცა სირიის ფინანსთა მინისტრ ბარნიჰს ამ კვირაში პარიზში გამართულ G7-ის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე.
სირიის დელეგაცია, სავარაუდოდ, ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის, როგორც პოტენციური ლოჯისტიკისა და სატრანსპორტო ცენტრის როლის განხილვაზე ჰორმუსის სრუტის გარშემო არსებული კრიზისისა და გლობალური მიწოდების ჯაჭვების შეფერხების ფონზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,