|
2016-04-03 10:50:57, 1063 ნახვა
სხვადასხვა
შსს-ს ბელარუსიდან საჯარო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლები ესტუმრნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბელარუსის საჯარო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს უმასპინძლა. „ახალგაზრდა მენეჯერთა სკოლის“ (SYMPA) პროგრამის მონაწილეებს შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ სამინისტროს საქმიანობის სფეროები, გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგები გააცნო. უწყების ინფორმაციით, სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერაციულმა მაჩვენებლებმა, პოლიციის მოდერნიზაციის მიზნით განხორციელებულმა რეფორმებმა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულმა კამპანიამ გამოიწვია. მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე, ასევე, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე დისკუსია გაიმართა. პროგრამის ფარგლებში, ბელარუსი ახალგაზრდები გამოცდილების გაზიარების მიზნით სხვადასხვა სამთავრობო უწყებას, ასევე, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ესტუმრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)