20:43 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-15 12:27:29, 4072 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის პრემიერი - მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი

მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი, მოლდოვაში დატოვეს სულ ორი ტელევიზია - საზოგადოებრივი მაუწყებელი-1 და საზოგადოებრივი მაუწყებელი-2, - ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ასეთ პირობებში არავის უკვირს, რომ მოლდოვა თავს ესხმის ქართულ თავისუფალ მედიასაც.

„მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი, მოლდოვაში დატოვეს სულ ორი ტელევიზია - საზოგადოებრივი მაუწყებელი-1 და საზოგადოებრივი მაუწყებელი-2. სინამდვილეში, ორი სახელმწიფო ტელევიზია ფუნქციონირებს მოლდოვაში. ესეც მეტყველებს საერთო მდგომარეობაზე, თუმცა, მოლდოვას ამისათვის არავინ აკრიტიკებს. ასეთ ფონზე, როდესაც ორი სახელმწიფო ტელევიზია დატოვეს სინამდვილეში მოლდოვაში, ასეთ პირობებში არავის უკვირს, რომ მოლდოვა თავს ესხმის ქართულ თავისუფალ მედიასაც. მათ შეზღუდეს თავისუფალი მედია მოლდოვაში და ახლა თავს ესხმიან თავისუფალ მედიას საქართველოში. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური მოვლენათა ჯაჭვი", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics