21:00 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-13 17:45:04, 5371 ნახვა

მსოფლიო
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

მანამდე დოკუმენტი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დასამტკიცებლად პარლამენტის ქვედა პალატას წარუდგინა.

შეთანხმების თანახმად, რუსეთი და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი გააგრძელებენ ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას და თანდათანობით გადავლენ საგარეო სესხებისა და უცხოური ინვესტიციების ერთიან მიდგომაზე. ასევე, იგეგმება ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაცია, საერთო კომუნიკაციებისა და ტელეკომუნიკაციების განვითარება და თანამშრომლობის გაფართოება სოციალურ, შრომისა და კულტურის სფეროებში.

დოკუმენტი ასევე მიზნად ისახავს კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელებას და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობას, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და შრომის თავისუფალი გადაადგილების პირობების შექმნას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics