20:14 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-08 13:19:31, 2823 ნახვა

სამართალი
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული, რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილი, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია. მან ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა. 

გიორგი კუჭუაშვილის ბრალი სააპელაციო სასამართლომ გადააკვალიფიცირა და 4 წლის ნაცვლად მას 2 წელი განუსაზღვრა, – გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გამოაცხადა.

მოსამართლემ კუჭუაშვილისთვის ბრალად წარდგენილი პოლიციელზე თავდასხმის მუხლი [სსკ-ის 353 პრიმა მუხლი] პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლზე გადააკვალიფიცირა [სსკ-ის 353-ე მუხლი] და სასჯელის ზომად და სახედ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კუჭუაშვილი 2024 წლის მაისში დააკავეს, მას 2025 წლის 4 თებერვალს 4 წლით თავისუფლების აღვეთა მიესაჯა – პოლიციელზე თავდასხმის მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის საფუძველზე.

გიორგი კუჭუაშვილისთვის „დანაშაულებრივი ქმედება“ გამოიხატა იმაში, რომ მან ნახევრადცარიელი ბოთლი ისროლა სპეცრაზმელის მიმართულებით, რომელიც თვალში მოხვდა იმ სპეცრაზმელს, რომელსაც ჩაფხუტზე მინის ნაწილი იმ მომენტში აწეული ჰქონდა.

გამოყენებულია "პუბლიკას" ფოტო

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics