|
2016-04-02 13:22:57, 386 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ვიმედოვნებთ, უახლოეს თვეებში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება
„ვიმედოვნებთ, უახლოეს თვეებში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით მგზავრობის ნებართვას მიიღებენ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერმა საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევისთვის, ევროკომისარს მადლობა გადაუხადა. „მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ავრამოპულოსს საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევისთვის. განსაკუთრებით მადლობელნი ვართ, რომ ევროკომისიამ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები უაღრესად პოზიტიურად შეაფასა და საქართველოს მოქალაქეებისათვის მოკლევადიანი უვიზო მგზავრობის შემოღების მიზნით, ცალკე საკანონმდებლო პროცესის ინიცირება მოახდინა", - განაცხადა კვირიკაშვილმა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეული ეს პროგრესი, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირი სათანადოდ აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას და გატარებულ რეფორმებს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის კონკრეტული შედეგი მოაქვს. „ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხს განიხილავს ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო, რომლებიც იმედი გვაქვს, იხელმძღვანელებენ ევროკომისიის შეფასებით და შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული იქნება საქართველოს მიერ განხორციელებული სამუშაოსა და მიღწეული პროგრესის საფუძველზე. ამ პროცესში ჩვენ კვლავ გვაქვს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებზე ევროკომისრის, ბატონი დიმიტრის ავრამოპულოსის მტკიცე მხარდაჭერა. ვისაუბრეთ იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, რათა სათანადოდ ვიყოთ მზად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოსაღებად. ასევე ევროკომისართან საუბარი გვქონდა იმ გამოწვევებზე უსაფრთხოების კუთხით, რომელიც რეგიონში არსებობს და ხაზი გავუსვით კიდევ ერთხელ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამ მიმართულებით კოოპერაციის მნიშვნელობას. ვისაუბრეთ ასევე საქართველოს მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი რეფორმების მნიშვნელობაზე, როგორც მთავრობის დღის წესრიგზე, ასევე ჩართულობის მნიშვნელობაზე, რათა საქართველომ წლევანდელი არჩევნები ღირსეულად ჩაატაროს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებისთვის. საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში გატარებული რეფორმები საქართველოს მთავრობის დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი გახლავთ და შესაბამისად, ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით გრძელდება, რაც უწყვეტი და მდგრადი პროცესია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)