|
2026-04-27 12:31:48, 2539 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა. როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, კომიტეტმა, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დაადგინა მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 2026 წლის 22 აპრილს წარდგენილი განცხადების ნამდვილობა. „კომიტეტს მიაჩნია, რომ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ვ" ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და 212-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო სამსახურის უფროსს, მამუკა მდინარაძეს ვადამდე შეუწყდეს სახელმწიფო სამსახურის უფროსის უფლებამოსილება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)