|
2016-04-01 17:19:32, 1037 ნახვა
სხვადასხვა
დიდუბის რაიონში თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 99,5 % შესრულდა
დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გამგეობის ბიუჯეტიდან 348 130 ლარი 43 სხვადასხვა პროექტზე დაიხარჯა, მათ შორის: 12 მისამართზე შენობის ქანობიანი და ბრტყელი სახურავი შეკეთდა, 9 ობიექტზე შეიცვალა ლიფტი, სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები, დომოფონისა და მეტალის კარის მონტაჟი ასევე 9 მისამართზე განხორციელდა, ავარიული სახლების გამაგრებითი სამუშაოები დასრულდა 1 მისამართზე, ხოლო რაც შეეხება საერთო სარგებლობის კიბეების, სართულშუა ნაპრალებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია 5 მისამართზეა დასრულებული. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისის მთავრობის ინიციატივით, თანადაფინანსებული პროექტების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში ცვლილებების განხორციელების შედეგად, თანადაფინანსებული პროექტების პროცენტულმა მონაწილეობამ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში მნიშვნელოვნად დაიკლო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)